სამართალი და იურიდიული მომსახურება

რა არის სამართალი?

სამართალი — ბუნებით განპირობებული ადამიანთა უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი ზოგადსავალდებულო ქცევის წესების ერთობლიობა და საზოგადოებრივი ურთიერთობების მოწესრიგების სისტემა, რომელსაც ახასიათებს ნორმატიულობა, ფორომალური განსაზღვრულობა, სისტემურობა და მათი შესრულება სახელმწიფოებრივი ზემოქმედებით არის უზრუნველყოფილი.

არსებობს რამდენიმე ძირითადი სამართლის დარგი:

  • ეროვნული სამართალი
    • კერძო სამართალი
      • სამოქალაქო სამართალი
      • სავაჭრო სამართალი
      • შრომის სამართალი
    • საჯარო სამართალი
      • კონსტიტუციური სამართალი
        • საქართველოს კონსტიტუცია (2004 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით)
        • საქართველოს კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ
      • ადმინისტრაციული სამართალი
      • სისხლის სამართალი
    • საპროცესო სამართალი
  • საერთაშორისო სამართალი

იურიდიული სერვისებისთვის შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი ლინკი.


რა არის ფინანსური მენეჯმენტი?

ფინანსური რესურსების მართვის პროცესში ძალზე ხშირად გვხვდება გაურკვევლობასთან და განუსაზღვრელობასთან ბრძოლის ამოცანა. ეს განუსაზღვრელობა ორი სახისაა:

  1. შეუძლებელია ფინანსური სისტემის მიმდინარე მდგომარეობის დაზუსტება (მისაღები სიზუსტით);
  2. უცნობია (ან ვერ დგინდება მოთხოვნილი სიზუსტე) მომავალი პერიოდის ფინანსური მაჩვენებლები და მისი თანამდევი პარამეტრები.

არაზუსტი სიმრავლეები ამ შემთხვევაში ასრულებენ განუსაზღვრელობის მოდელირების ინსტრუმენტების როლს, რომლებიც, თავის მხრივ ეფუძნებიან ადამიანის შემეცნების უნარს და შესაძლებლობას – თვისობრივი კატეგორიებით ოპერირებისა და ლოგიკურიდასკვნების, თვისობრივი ფორმით გაფორმებისა.

თუ ვსაუბრობთ ფინანსური ფაქტორების მომავალ მნიშვნელობებზე, ამ შემთხვევაში შესაძლებელი ხდება და მოსახერხებელია არაზუსტი ციფრებითა და ფუნქციებით ოპერირება. მოდელირების ჯამური რეზულტატიც იღებს ასეთივე სახეს და შესაძლებელი ხდება ფინანსური რეზულტატების ნორმატიულად წინასწარ განსაზღვრული მაჩვენებლებიდან შესაძლო გადახრის რისკის შეფასება.

არაზუსტი სიმრავლეების თეორიის (მათემატიკა) ფინანსურ მენეჯმენტში გამოყენების მახასიათებელი, სამაგალითო თემებია:

  1. საწარმოს გაკოტრების რისკის ანალიზი.
  2. საინვესტიციო პროექტის რისკის შეფასება.
  3. ბიზნესებისა და ფასიანი ქაღალდების ოპტიმალური პორტფელის შედგენა.
  4. ობიექტების რეალური ფასის დადგენა (მათ შორის უძრაობის).
  5. აქციებისა და ობლიგაციების საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასება.
  6. IT ინტერნეტ-ტექნოლოგიების, გადაწყვეტილებების აუცილებლობის და დასაბუთების ანალიზი.

ფინანსები, როგორც მეცნიერება

ფინანსები, როგორც მეცნიერების დარგი – შეისწავლის ფულს და სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომელებიც უკავშირდება მატერიალური რესურსების ფორმირებას, განაწილებას და მოხმარებას. ფინანსები — ეს არის ეკონომიკური, გამოყენებითი დისციპლინა.

ფინანსები, ტრადიციულად იყოფა – საზოგადოებრივ და კერძო კატეგორიებად. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება: სახელმწიფო ფინანსები და ადგილობრივი, მუნიციპალური ფინანსები. მეორე ჯგუფს მიეკუთვნება:

  1. პირადი და ოჯახის ფინანსები;
  2. მცირე ბიზნესის, კორპორაციული (საწარმოების და ბიზნესის ფინანსები), საბანკო (საბანკო საქმე) და არაკომერციული ორგანიზაციების ფინანსები.

საზოგადოებრივი ფინანსებში პირველადი განხილვის საგანია ”გასავლები”, რამდენადაც ამ სახის ორგანიზაციის მიერ ხორციელდება მკაცრად რეგლამენტირებულ საზოგადოებრივ ამოცანათა ფინანსირება. კერძო ფინანსებისთვის პირველადია შემოსავლის მიღება და საქმიანობის სრულად წარმართვა ამ შემოსავლის მისაღებად, რომელიც განაპირობებს მოგებას და რომელიც, თავის მხრივ იხარჯება მისი მფლობელი პირის (პირების) გათვალისწინებით.

ფინანსების მართვას (ზოგადად) და შეიძლება ითქვას მართვის ხელოვნებას, სწავლობს მეცნიერება – ფინანსური მენეჯმენტი. საბანკო ფინანსების მართვა შეისწავლება საბანკო საქმის მეცნიერების ფარგლებში. ფინანსურ ბაზრებს სწავლობს მეცნიერება, რომელსაც ეწოდება ფინანსური ეკონომიკა. სტატისტიკის მცირე, თანამოსახელე ნაწილი შეისწავლის ფინანსურ სტატისტიკას . ფინანსური ინფორმაციის დამუშავების მეთოდებს შეისწავლის გამოყენებითი მათემატიკის მეცნიერება. ფინანსური ნაკადების კონტროლი შეისწავლება ფინანსური კონტროლის დისციპლინის ფარგლებში.

რა არის საგადასახადო კონსალტინგი?

პროფესიონალი ბუღალტერი კოპანიის წარმატების საწინდარია. ნებისმიერ ბიზნეს საქმიანობას ჭირდება ბუღალტრული აღრიცხვა, რათა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე მუდმივი წვდომა და კონტროლი ქონდეთ, როგორც სახელმწიფო ორგანოებს, ასევე კომპანიის დამფუძნებლებსა და დირექტორებს. ბუღალტერია კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია, რათა არ მოხდეს უზუსტობების გაპარვა, რამაც შესაძლოა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდოს კომპანია.


ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულებები წარმოადგენს ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკის განვითარების მნიშვნელოვან ასპექტს. დღესდღეისობით საქართველოს 47 სახელმწიფოსთან აქვს გაფორმებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებების მიზანია თავიდან აიცილოს ერთი პირის (ფიზიკური ან/და იურიდიული) მიერ ორ სახელმწიფოში ერთდორულად საშემოსავლო და მოგების გადასახადის გადახდა. აღნიშნული ხელშეკრულებები ხელს უწყობს სახელმწიფოში ინვესტიციების მოზიდვას, ვინაიდან საგადასახადო პირობები საკუთრების უფლების დაცვასთან ერთად აღვივებს ინვესტორის ინტერესს ინვესტიციის განსახორციელებლად.

დაწვრილებით ინფო იხილეთ ლინკზე.

რა არის ბუღალტერია?

საბუღალტრო მომსახურება მოიცავს შემდეგს:

  • კომპანიის პირველადი დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებით შესაბამისი კონსულტაციების გაწევა;
  • კლიენტის მიერ მოწოდებული პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის გადამოწმება და მონაცემების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
  • გადასახადების გაანგარიშება საქართველოში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;
  • საგადასახადო დეკლარაციებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული ფორმების მომზადება-წარდგენა;
  • კონსულტაციები მიმდინარე საბუღალტრო საკითხებზე;
  • კლიენტის მენჯმენტისა და აქციონერებისთვის (პარტნიორებისათვის) ფართო სპექტრის შიდა ანგარიშგების ფორმების მომზადება;
  • სხვა მომსახურება, რომელიც აუცილებელია სრული ბუღალტერიის წარმართვისთვის საქართველოში მოქმედი და აღიარებული ადგილობრივი და საერთოშორისო სტანდარტების შესაბამისად;
  • არასრულყოფილი ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის მოწესრიგება, ბუღალტერიის აღდგენა (მათ შორის კონსულტაციების გაწევა დამკვეთთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის ოპტიმიზაციის მიმართულებით);
  • დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების წარმოება და აღრიცხვა, შესაბამისი დეკლარირების ჩათვლით;
  • ასევე სხვა ცალკეული ბუღალტრული მოდულების განხორციელება დამკვეთის მოთხოვნისამებრ;
  • კონსულტაციების გაწევა კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შედგენასთან დაკავშირებით;
  • ფინანსური ანგარიშგების მომზადება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მათ შორის: ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით (ფასს-ით), მცირე და საშუალო საწარმოთა ფასს-ით.
  • საგადასახადო და მაკონტროლებელ ორგანოებთან დამკვეთის ინტერესების დაცვა მისი გეგმური და არაგეგმური საგადასახადო შემოწმებებისას.

საქართველოში საუკეთესო საბუღალტრო სერვისები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ლინკზე დაკლიკებით.

Design a site like this with WordPress.com
Get started